იუსტიციის სამინისტროს დღეს, მონღოლეთის დელეგაცია ესტუმრა.
მონოღოლეთის კორუფციასთან ბრძოლის სააგენოტოს,
პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები იუსტიციის
მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მიიღო.
შეხვედრაზე ვაშაძემ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გატარდა.
ასევე, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საერთაშორისო გამჭვირვალობის
2010 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" კვლევის შედეგები
წარუდგინა, რომლის თანახმადაც კითხვას, გადაუხდიათ თუ არა უკანასკნელი ერთი წლის მანძლზე ქრთამი,
დადებითად უპაუხა გამოკითხულთა მხოლოდ
3%-მა, რესპონდენტთა 78% განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის
დონე "შემცირდა" ან "ძალიან შემცირდა". გამოკითხულთა 77% კი,
კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ქმედებები "ეფექტურად" ან "ძალიან
ეფექტურად" შეაფასა.
ვაშაძემ იმ სისტემურ რეფორმებზე ისაუბრა, რამაც კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლა განაპირობა. მან სტუმრებს მართლმსაჯულების სიტემის, ეკონომიკური,
სახელმწიფო შესყიდვების, განათლების სისტემის რეფორმები გააცნო და განმარტა, რომ
სწორი სახლემწიფოებრივი პოლიტიკით, ამ სფეროებში კორუფციული გარიგებების რისკი
მინიმუმამდე შემცირდა.
იუსტიციის სამინისტროს შემდეგ, მონღოლეთის დელეგაცია იუსტიციის სახლს
ეწვევა და სახელმწიფო მომსახურების
სფეროში გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნობა.
Internet.ge