მონღოლეთის
დელეგაცია
რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრა, სადაც მონოღოლეთის კორუფციასთან ბრძოლის სააგენოტოს, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იუსტიციის სამინისტრის ახალი ბრენდის მომსახურების სივრცეები დაათვალირეს.
სპეციალურად
მოწყობილი
ტურის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისების პროცედურებს. ვიზიტის ბოლოს, სტუმრებმა ფილმი „მომავლის საქართველოც“ ნახეს, რომელიც ქართული რეფორმების თემაზეა შექმნილი.
იუსტიციის
სახლში ვიზიტამდე, მონღოლეთის დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მიიღო. მინისტრის მოადგილე სტუმრებს იმ სისტემურ რეფორმებზე ესაუბრა, რამაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება განაპირობა. მან სტუმრებს მართლმსაჯულების
სიტემის, ეკონომიკური, სახელმწიფო შესყიდვების, განათლების სისტემის რეფორმები გააცნო და განმარტა, რომ სწორი სახლემწიფოებრივი
პოლიტიკით,
ამ სფეროებში კორუფციული გარიგებების რისკი მინიმუმამდე შემცირდა.
იუსტიციის
სახლში ვიზიტი საქართვლოში, სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგების გაცნობის მიზნით დაიგეგმა.
იუსტიციის
სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად
არის გაერთიანული.
Internet.ge