GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კანში კადაფის რეჟიმის დაცემაზე ფილმს უჩვენებენ
17:21 05.05.2012
დღის სიახლეები
ლიბიის მოვლენებთან და მუამარ კადაფის რეჟიმის დაცემასთან დაკავშირებით გადაღებული ფილმი კანის ფესტივალის სპეციალური ჩვენებების პროგრამაშია ჩართული, - ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.

ფრანგი ჟურნალისტის, ფილოსოფოსისა და რეჟისორის ბერნარ-ანრი ლევის ფილმი „ტობრუკსკის ფიცი“ 25 მაისს იქნება ნაჩვენები. ჩვენებას ლიბიის რევოლუციის 4 „საპატიო მონაწილეც“ დაესწრება, რომელთა ვინაობაც ჯერ არ სახელდება.

ფესტივალის დირექტორის აზრით, აღნიშნული სურათი იმის დასტურია, თუ როგორ ცვლის ისტორიის მსვლელობას იდეები. ოფიციალურ რელიზში კი აღნიშნულია, რომ ასეთი სიუჟეტები განსაკუთრებით საჭიროა იმ სისხლიანი მოვლენების ფონზე, რაც სირიაში ხდება.

„ტობრუკსკის ფიცი“ ერთადერთი პოლიტიკური ჟესტი არ იქნება ფესტივალზე. ძირითად საკონკურსო პროგრამაში 15 წლის მანძილზე პირველად ჩართულია ეგვიპური ფილმი, რეჟისორ იუსრი ნასრალას ნამუშევარი „ბრძოლის შემდეგ“, რომელშიც საუბარია ტახრირის მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე და მის შედეგებზე.

კანის 65-ე ფესტივალი 16-27 მაისს ჩატარდება. ფესტივალს უეს ანდერსონის ფილმი „სრული მთვარის სამეფო“ გახსნის. კინოფესტივალის სიმბოლო კი მერლინ მონრო იქნება - ორგანიზატორტებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ ლეგენდარული მსახიობისთვის, რომლის გარდაცვალებიდანაც 50 წელი შესრულდა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა1
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
50-ზე მეტ ობიექტში 2 000-მდე ოჯახია შეჭრილი4
აფხაზეთში ინტენსიური წრთვნები მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X