პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, კამპანიის – „ეს შენ გეხება“ წინადადებები, მიიღებს თუ არა საკანონმდებლო ინიციატივის სახეს.
ამის
შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც ბიუროს სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ის კამპანიის წევრებს შეხვდა, თუმცა წინადადებების შესახებ დეტალურად არ უსაუბრია.
კუბლაშვილი კამპანიის მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს.
შეგახსენებთ,
რომ კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილეებმა, დღეს, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. მათ მიერ მომზადებული წინადადებები ეხება – არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირებას, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობასა და საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია-თანაბრობის უზრუნველყოფას.
ასევე, კამპანიის ინიციატივები პოლიტიკური რეკლამის, მედია-მონიტორინგის, დებატებისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს.
Internet.ge