მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, მცხეთაში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა შორის, მოკლე ნარდში ჩემპიონატი ჩატარდა.
მცხეთის სპორტულ სკოლაში გამართული ტურნირის 20 მონაწილე ერთმანეთს, ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრა.
პრობაციის ბიუროს უფროსმა პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასულებს ფასიანი საჩუქრები და სპეციალური სიგელები გადასცა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა წარმოადგენს, რაც მათ რესოციალიზაცის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
internet.ge