GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროექტის "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი
16:15 07.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", პროექტის "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანია, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ზოგადად დაუცველი მოსახლეობისათვის გატარებული სოციალური რეფორმების ხელშეწყობა, ასევე "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის”, მისი სამოქმედო გეგმისა და ყველა იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გაუმჯობესების სამთავრობო პოლიტიკის მხარდაჭერა.

პროექტი, რომლის ბიუჯეტი  1 140 000 შვეიცარიულ ფრანკს შედაგენს, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, გარიყული და უსახლკარო დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ადექვატური საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

დოკუმენტის ხელმომწერი მხარეები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ოფისი, ქალაქ თბილისის მერია, ბათუმის, რუსთავისა და ბოლნისის საკრებულოები, და შვეიცარიის მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში (SDC).

პროექტის ერთ-ერთ პარტნიორია გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP).

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება 5 სოციალური სახლის (60 ბინა) მშენებლობა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ბოლნისში.

პროექტი დასრულდება 2013 წლის თებერვლის ბოლოსათვის.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სენსაცია - მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს1
პატიმრების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა (VIDEO)2
ისლამისტები ეგვიპტის პრეზიდენტს პირამიდების დანგრევისკენ მოუწოდებენ3
თბილისში უპატრონო ცხოველების თავშესაფარი გაიხსნა4
პროექტის "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X