ბრაზილიის ერთ-ერთ უმსხვილეს შტატში ამაზონასში რამდენიმე მდინარე, მათ შორის ამაზონკა
კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც 74 ათასი ოჯახის ევაკუაცია გახდა აუცილებელი, -
იუწყება „რია ნოვოსტი“ გამოცემა „სეგუნდა“-ზე დაყრდნობით.
წყალდიდობის მიზეზი მარტის შემდეგ გადაუღებელი წვიმები გახდა. ამის გამო ბრაზილიის
32 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მეტ-ნაკლებად დაზიანდა ქალაქი ბენჟამინ კონსტანტი, სადაც 30 ათასი მოსახლიდან 9
ათასის ევაკუაცია მოხდა. დასახლებული პუნქტი თითქმის მთლიანად წყლითაა სავსე და
ბრაზილიურ ვენეციას დაემსგავსა.
სტიქიამ სრულიად გაანადგურა მოსავალი. ხელისუფლებამ დაზარალებულებისათვის ფულადი
დახმარება გამოყო, - თითოეულ ოჯახზე 200 დოლარი. მოსახლეობას აწვდიან კვების
პროდუქტებსა და მედიკამენტებსაც, ექიმები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ატარებენ,
რათა ინფექციების გავრცელება აიცილონ თავიდან.
internet.ge