თბილისში, ორ წელში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობაში,სასტუმრო
"მილენიუმი"
აშენდება.
ამასთან დაკავშირებით დღეს, "დაბი გრუპი”-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, საქართველოში შეიხის წარმომადგენელმა სემ ედუარდმა
და სასტუმროთა ქსელ "მილენიუმი”-ს ვიცე-პრეზიდენტმა მანფრედ სიმონსმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ყოფილი იმელის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, კომპანია „მილენიუმი“ სასტუმროს ოპერატორი გახდება.
ცნობილია,
რომ შენობა სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და იქნება
ერთ–ერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც თბილისის სტუმრებს მოემსახურება. ინვესტორი სასტუმროს მშენებლობაზე 40
მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 100-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, არაბეთის
გაერთიანებული
საემიროების
დელეგაცია
აბუ დაბის შეიხ ნაიან მაბარაკ ალ ნაიანის მეთაურობით იმყოფება.
ნაიან
მაბარაკ ალ ნაიანი არის არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლების მინისტრი, საემიროების
Union National Bank- ის თავმჯდომარე,
უნივერსიტეტის
რექტორი, შპს "დაბი კონტრაქტინგი”-ს და "დაბი გრუპი”-ს თავმჯდომარე. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაა რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობა.
Internet.ge