GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროფესიულ კოლეჯებში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაეწყოთ
16:52 07.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში დღეს, 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო.

თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.  პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველს, ასაკის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნება ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.  წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯ "სპექტრს" ეწვია. მინისტრი შემდუღებლებისა და ელექტრიკოსების სახელოსნოში ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა. 7 მაისს ამ კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 250 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას.

"სპექტრში“ მსურველები ისეთ მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების სპეციალისტი, ვენტილაციისა და კონდინცირების სისტემის მემონტაჟე, მღებავი, სასურსათო პროდუქტის ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, ძრავის შემკეთებელი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, შემდუღებელი, ელექტრიკოსი, მეფილე-მომპირკეთებელი, ინტერნეტტექნოლოგი, ვებ-სპეციალისტი და სხვ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება1
ზურაბ ჭიაბერაშვილმა კავკასიის რეგიონში ერთადერთი PET-CT ტომოგრაფის კაბინეტი გახსნა2
მოპარული მანქანით მამაკაცმა შემზარავი ავარია მოახდინა3
კახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება4
გიორგი ბარამიძე ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X