თორდია დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში, გრძელვადიანი პაემნების დანერგვას ითხოვს
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ლაშა თორდია დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში, გრძელვადიანი პაემნების დანერგვას ითხოვს.
ამ
საკითხთან დაკავშირებით, თორდიამ საკანონდმებლო ინიციატივაც მოამზადა, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ
სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალება, რომ დახურული ტიპის საპატიმროებში გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, 2015 წლამდე უზრუნველჰყოს.
შეგახსენებთ,
რომ ამჟამად გრძელვადიანი პაემნები ღია და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მოქმედებს.
Internet.ge