აჭარის
სამთავრობო
დელეგაცია,
ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით,
გერმანიაში
გაემგზავრა.
დელეგაციის წევრები, 9-10 მაისს ქალაქ მიუხენში კომპანია "ბაუერის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრებიან, რომელიც სამშენებლო სფეროში დანერგილ სიახლეებს ეხება. იგი ყოველწლიურად იმართება და ის ქვეყნები მონაწილეობენ, სადაც კომპანიას თავისი მსხვილი წამომადგენლობა აქვს.
კონფერენციის
ფარგლებში
გაიმართება
გამოფენა,
სადაც კომპანია "ბაუერი" უახლოესი სამშენებლო პროდუქციის პრეზენტაციას გამართავს.
ასევე,
იგეგმება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა, კომპანია "ბაუერის" დამფუძნებელ თომას ბაუერთან.
Internet.ge