„ქრისტიან-დემოკრატების“
ლიდერი, გიორგი თარგამაძე ომის ვეტერანების დაზღვევის ინიციატივით გამოდის.
როგორც
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, თარგამაძემ განაცხადა, ამ კონტექსტში აქცენტი, ბოლო წლების ბრძოლებში – აფხაზეთისა და ცხინვალის საომარ მოქმედებებში მონაწილეებზე უნდა
გაკეთდეს.
მისი თქმით, საუბარია ადამიანებზე, რომელთაც თავი და ჯანმრთელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირეს.
„მათ ჯანდაცვის ელემენტარული ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ“, – დასძინა გიორგი თარგამაძემ.
Internet.ge