დღეს, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, სეისმური დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გრაჩია პეტროსიანმა
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის, ისევე როგორც მის მოსაზღვრე რეგიონების
ტერიტორიაზე, დედამიწის ქერქში დაგროვილია უარყოფითი ენერგია, რომელიც 5,5
მაგნიტუდითაა შეფასებული.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ენერგია დედამიწის ზედაპირს გაარღვევს , ბიძგის ძალა 7-8 ბალი იქნება- იუწყება სააგენტო
„რეგნუმ რუ“.
პეტროსიანმა იმ მიწისძვრების სერია გაიხსენა, რომელსაც ამ
დღეებში საქართველოსა და აზერბაიჯანში ჰქონდა ადგილი, როცა ყველაზე ძლიერი ბიძგის
მაგნიტუდამ 5,8 ბალი შეადგინა.
ბიძგები სომხეთის გარდა დაღესტანშიც იგრძნეს. სეისმოლოგმა
ასევე აღნიშნა, რომ ამ ყოველივეს წინ უსწრებდა სუსტი ბიძგები (2-3 ბალის) ირანსა
და სომხეთში, ასევე, მიწისძვრა
თურქეთის დასავლეთით, რაც მისი თქმით, სომხეთში სეისმური აქტიურობის მატებაზე
მიუთითებს.
Internet.ge