ივ. ჯავახიშვილის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივლისში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
– „სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული
გარემო“ გაიმართება.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”- ს ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ ჩუხუამ განუცხადა, ღონისძიების
მიზანია - სოჭის ოლიმპიადისა და
ჩერქეზული და ქართული პრობლემების ინტერნაციონალიზაცია და მისი გატანა
საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე.
მისი თქმით, რუსეთ–კავკასიის ომის დროს, სოჭი ჩერქეზეთა
დედაქალაქი იყო, იქ დღემდე არსებობს ჩერქეზთა კულტურული ძეგლები და ჩერქეზთა
საფლავები, სადაც სოჭის ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს.
„სოჭის ოლიმპიადასთან
დაკავშირებით, ჩერქეზ და ქართველ ხალხს ერთი პრობლემა აერთიანებს. სოჭი არის
ტერიტორია, სადაც ჩერქეზთა გენოციდი მოხდა
და იქვე ახლოს, მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის ეთნოწმენდა განხორციელდა. თუ ჩერქეზთა გენოციდი 140 წლის წინ მოხდა,
აფხაზეთში ეთნოწმენდა 20 წლის წინ განხორციელდა. თუმცა, ეს პროცესი დღესაც
გრძელდება“, – დასძინა მან.
ჩუხუას ინფორმაციით, აღნიშნულ
კონფერენციას დაესწრებიან – ჯეიმს თაუნის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები,
ექსპერტები და ასევე, ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს წევრები.
Internet.ge