გორში, ფაშიზმზე გამარჯვების მონაწილეებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება
დღეს, გორში
ფაშიზმზე გამარჯვების 67 წლისთავთან დაკავშირებით სამამულო ომის მონაწილეებისთვის
სადღესასწაულო
ღონისძიებები
გაიმართება.
ტრადიციულად,
სამამულო ომის მონაწილეები გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმში შეიკრიბებიან და წარსულს გაიხსენებენ. მათ პატივსაცემად, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრის აღსაზრდელთა მონაწილეობით, მცირე ღონისძიება გაიმართება.
გორის თვითმართველობის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღეს მიულოცავენ და მათთან ერთად დიდების მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
ღონისძიების
დასრულების
შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის და მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო
ცენტრის ადმინისტრაციის ინიციატივით, ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე მიიპატიჟებენ.
გარდა
ამისა, გორის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
მცხოვრები
მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე გორის მუნიციპალიტეტისგან,
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საჩუქრის სახით, ერთჯერადად 150 ლარს მიიღებს. მათ თანხის მისაღებად შეუძლიათ წლის ბოლომდე მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას.
აღნიშნული
თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამ საჩუქრით 91 ვეტერანი ისარგებლებს.
Internet.ge