შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა. ახალი ცვლილების მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კუთვნილი დახმარების მიღების მოცდის პერიოდი შემცირდა.
ადრე მოქალაქე, რომელსაც მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებისთვის საჭირო
სარეიტინგო ქულა ენიჭებოდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს 5-6 თვის შემდეგ იღებდა, ხოლო ფულადი
შემწეობა მას 3 თვიანი ლოდინის შემდეგ ეძლეოდა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შემცირდა მოცდის
პერიოდი. აღნიშნული ცვლილება ძალაში 1 ივლისიდან შევა. სოციალური დახმარების მიმღები
ბენეფიციარები
ჯანმრთელობის
დაზღვევის პოლისით და საარსებო შემწეობით სარგებლობას სარეიტინგო ქულის
მინიჭებიდან,
მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ შეძლებენ.
მინისტრი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. მინისტრთან საუბრისას ძალიან ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ სარეიტინგო ქულის
მინიჭებიდან
სოციალური დახმარების მიღებას რამდენიმე თვიანი ლოდინი სჭირდებოდა, რაც მათ
სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
Internet.ge