ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი ვეტერანებს აჭარის მთავრობის, უმაღლესი
საბჭოს, ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა და რიგითმა ბათუმელებმა მიულოცეს და
მათთან ერთად დიდების ობელისკი ყვავილებითა და და გვირგვინებით შეამკეს.
საზეიმო ღონისძიება 31 დეკემბრის ქუჩაზე, მეორე
მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან დილიდან დაიწყო.
არსებული მონაცემებით, ბათუმში მეორე მსოფლიო ომში
მონაწილე 87 ვეტერანი და დაღუპულთა 17 ოჯახი ცხოვრობს. ვეტერანებს მერიისგან
საჩუქრად 100-100 ლარი გადაეცათ, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი ერთჯერადი
დახმარების სახით 50-50 ლარი მიიღეს.
Internet.ge