მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკით, ყოველი მეათე პაციენტი,
რომელიც სტაციონარულ მკურნალობას გადის, იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში
ხდება ეს, სხვადასხვა ინფექციით ინფიცირდება
- წერს „მიგ ნიუსი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ
გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა იმ ინფექციებით დაავადების დონე შეაფასეს, რომლითაც პაციენტები
უშუალოდ, სამედიცინო დაწესებულებებში ავადდებიან.
კვლევის შედეგად
აღმოჩნდა, რომ განვითარებულ
სახელმწიფოებში, მსგავსი
ინფექციებით, 100-დან
ყოველი 7 ადამიანი ავადდება. განვითარებად
ქვენებში კი, მათი მაჩვენებელი
10%-ია.
სპციალისტებმა ასევე
გამოავლინეს, რომ შიდასტაციონარული დაავადებებით ინფიცირდება რეანიმაციისა და
ინტენსიური თერაპიის განყოფილებების ყოველი მესამე პაციენტი.
ამ ტენდენციას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ექიმების მიერ ჰიგიენის წესების დარღვევას
უკავშირებენ. კერძოდ, თვლიან, რომ სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი
პაციენტთან კონტაქტამდე არასაკმარის დროს უთმობს ხელის დაბანის პროცედურას.
ორგანიზაცია
მოუწოდებს მსოფლიოს ექიმებს, ხშირად დაიმუშაონ ხელები მადეზინფიცირებელი საშუალებებით.
internet.ge