GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სუბელიანი: ბაქრაძეს იერუსალიმის პატრიარქისთვის ბოდიში არ მოუხდია
16:28 27.03.2012
დღის სიახლეები

მთავრობის წევრის, მინისტრ კობა სუბელიანის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟის გამო, იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამეს წინაშე, ბოდიში არ მოუხდია.

როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს სუბელიანმა განუცხადა, ის ბაქრაძესთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა და ქართველები, უწმინდესმა თეოფილემ ძალიან თბილად მიიღო.

მისი თქმით, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის, მართმადიდებელი ეკლესიისა და ხელისუფლების სურვილი, მსოფლიო პატრიარქმა ძალიან დააფასა.

“ჩვენ ჩვენის მხრივ, ქართველი ხალხის, ეს სურვილი დავადასტურეთ. მიღებამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. მსოფლიო პატრიარქმა ჩვენს უწმინდესთან და მრევლთან მოკითხვა დაგვაბარა. ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, პროცესი დაიძრა, მაგრამ ეს ხანგძლივი პროცესი იქნება, რადგან ადრე ამის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა, ვინაიდან საქართველო არ იყო ცნობადი. ახლა კი, ქვეყნის იმიჯი ბევრად წინ არის და ამ საკითხს სკანდალები არ სჭირდება, რადგან ეს ჩვენს არ ინტერესში შედის”, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბერძნული საეკლესიო გამოცემამ “amen.gr” სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე მესამეს, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟის გამო ბოდიში მოუხადა.

რაც შეეხება, ქართული დელეგაციის ისრაელში ვიზიტს, პარალმენტის სპიკერი ისარელს 13 მარტს ეწვია, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს1
გოგა ხაჩიძე: იმედია გარემოს დაცვის კომიტეტში პირველი ღონისძიება ცხვრის დაკვლა არ იქნება2
შვედეთი იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენის - სისხლის წვიმის მოლოდინშია3
დავით უსუფაშვილი: ახალი პარლამენტი სხდომის ჩასატარებლად მზად არის4
თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ დავით ავალიანი დაინიშნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X