დღეს დილით, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტისკენ
მიმავალ გზაზე ორი მძლავრი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სროლა დაიწყო.
სირიულ ტელეარხ „ალ-ახბარია“-ზე დაყრდნობით სააგენტო
„როიტერი“ იუწყება, რომ დაიღუპა 40 ადამიანი, 170 კი დაიჭრა.
ტერაქტის მიზნად სირიის სპეცსამსახურების ოპერატიული
განყოფილების აფეთქება დასახელდა. აფეთქებები მაშინ მოხდა, როდესაც ადამიანები
სამსახურში, ბავშვები კი სკოლაში მიდიოდნენ.
შემთხვევის ადგილზე მივიდა სირიაში გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი
გენერალ-მაიორი რობერტ მუდი.მსხვერპლის გარდა, ტერაქტების შედეგად დაზიანდა ავტომანქანები და უახლოესი
შენობები.
ლონდონში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „სირიის
ობსერვატორია ადამიანის უფლებათა
საკითხებში“ ადასტურებს, რომ ერთ-ერთი აფეთქება სამხედრო დაზვერვის იმ შტაბთან
მოხდა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციური პროტესტის ჩახშობის საქმეში.
Internet.ge