2012 წლის 27 მარტს, საქართველოს უზენაეს
სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელიც უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარემ,
კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. შეხვედრა საერთაშორისო განათლების ამერიკული
საბჭოების ეგიდით გაიმართა. პროექტი ამერიკის კონგრესის მიერ არის დაფინანსებული.
ღონისძიებას
დაესწრნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული აუდიტორია იმ
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის დანერგვით.
შეხვედრაზე
საუბარი იყო საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით უკვე ჩატარებული პროცესების
შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათთვის საინტერესო
კითხვებზე პასუხები ექსპერტებისგან მიეღო.
internet.ge