თბილისის
საკრებულოს
ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ავარიულ შენობებში სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში მცხოვრები მოქალაქეებისათვის
პრევენციული
ღონისძიებების
აუცილებლობაზე
ისაუბრა.
დეპუტატის
თქმით, ბუნებრივი მოვლენები, ნალექი და მიწისძვრა თბილისის ათობით ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
“ავარიული
სახლების პრობლემის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთაგან
მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ, თუმცა, გადის დრო და რიგი ფაქტორებისა მხოლოდ აღრმავებს პრობლემას. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც
შევლენ და რომლის უფლებამოსილებაში
შევა ავარიულ სახლებში მცხოვრებთა შენობებიდან გაყვანის, მათი ფინანსური ან ფართით დაკმაყოფილების საკითხები”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე
თქმით, ეფექტური სამუშაოების განხორციელება და ხსენებული პრობლემის დასაძლევად სწრაფი რეაგირება მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი.
Internet.ge