GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩაჩანიძე: პროექტის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ფარგლებში 422 ოჯახი საცხოვრებელით დაკმაყოფილდება
19:37 10.05.2012
დღის სიახლეები

ზაზა გაბუნიას განცხადებას, რომელიც სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოგი ჩაჩანიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნა თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სათანადო სამსახურების მიერ, უკვე დიდი ხნის შესწავლილი პრობლემების შესასწავლად არ არის მიზანშეწონილი.

"პრობლემა საკმაოდ სერიოზული და მტკივნეულია და მის აღმოსაფხვრელად, ანუ თუნდაც თბილისის ავარიული საბინაო ფონდის მიერ მხოლოდ ბეტონის სამუშაოების ჩასატარებლად, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე არის საჭირო. მერია პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი ინიციატივით გამოვიდა და მათ შორისაა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ამ ეტაპზე, თითქმის 670 ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი.ამ წუთებშიც 60 ობიექტზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და რაც შეეხება იმ ინიციატივას, რომელმაც კერძო ბიზნესის ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობას მისცა იმპულსი,  "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მაქვს მხედველობაში", მის ფარგლებში, დაახლოებით, 422 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული”,- განაცხადა გოგი ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, 200-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია, ხოლო დანარჩენების ახალ საცხოვრებელში  გადაყვანა 1 წელიწადში დასრულდება.

„ამდენად, ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ხელისუფლება საყვედურს ყველაზე ნაკლებად იმსახურებს.ბოლო 20 წლის სტატისტიკის უკანსაკნელ 2-3 წლის სტატისტიკასთან  შედარება ცხადყოფს, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ქვეყნის  დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არ ჩატარებულა. პრობლემა არსებობს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მის მოგვარებასა და გადაჭრას უფრო მეტად დააჩქარებს”,-აღნიშნა გოგი ჩაჩანიძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთი ბირთვული იარაღზე ას მილიარდს დახარჯავს1
ტელეკომპანია "პირველი კავკასიური" დაიხურა2
ეკა ზღულაძე: მუდმივად ვატარებ წინასწარი დაკავების იზოლატორების მონიტორინგს3
სტუდენტებმა აქციების გაგრძელებაზე უარი თქვეს4
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X