GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პედაგოგთა ტრენინგები მიმდინარეობს
14:07 11.05.2012
დღის სიახლეები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის, მასწავლებლის სახლში პედაგოგთა ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.

მასწავლებლის სახლში ტრენინგებისა და სემინარების ინტენსიური კურსები ყველა საგნის მასწავლებლისთვის ტარდება. ტრენინგის მომზადებასა და განხორციელებაში სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები, თანამშრომლები და მოწვეული ტრენერები მონაწილეობენ.

ტრენინგის მომზადებისა და ჩატარებისას გათვალისწინებულია მასწავლებელთა მოთხოვნები და ის საჭიროებები, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებს უტარდებათ პრე და პოსტ ტესტი. გარდა საგნობრივისა, ტრენინგები ზოგად პროფესიულ უნარებშიც გაიმართება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. სწორედ ამას ემსახურება მრავალფეროვანი ტრენინგების პროგრამები. ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლება, საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან მათი ცოდნის გათანაბრებაა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
НТВ-ს სკანდალურ ფილმს საგამოძიებო კომიტეტი და „ფსბ“ გამოიძიებს1
რუმინეთის ეკლესია საკანალიზაციო ჭის სახურავების შეცვლას მოითხოვს2
ომონმა მოსკოვის აქციის მონაწილეები გაძარცვა და დააკავა3
პოლიციელმა მოზარდს ელექტროშოკური პისტოლეტიდან ესროლა4
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X