GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საიამ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრეზენტაცია წარმოადგინა
16:58 11.05.2012
დღის სიახლეები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“.

საიას მიერ მომზადებული კვლევა, ოთხი კონრეტული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება.

საის ინფორმაციით, კვლევაზე მუშაობის დროს გამოვლინდა, რომ დამფუძნებლების მიერ ფონდებისთვის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებები იდენტური შინაარსისაა.  ამასთან: თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების შემთხვევაში შეუძლებელია თბილისის 2005-2011 წლების ბიუჯეტებიდან ფონდებისთვის გადაცემული თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა. ფონდები დამოუკიდებლად წყვეტდნენ, როგორ და რა პრინციპით შეერჩიათ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კომპანია.

„წლების განამავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ფონდისთვის გადაცემული თანხების ჯამი 288 მილიონ ლარს აჭარაბებს და ამ თანხების ხარჯვა მოკლებულია გამჭვირვალობას.  რიყის ტერიტირიის ჯერ გასხვისებითა და შემდეგ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებით უკან გამოსყიდვით, ჯამში თბილისის ბიუჯეტმა 15 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.  ბათუმის და ქუთაისის მერიების მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ, არ ხდებოდა გაწეული საქმიანობის შესახებ დამფუძნებლებისთვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენა“,- აცხადებენ საიაში.

საია მოუწოდებს თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის მიერ წლების განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ხარჯვასთან და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების შემდგომ გასხვისებასთან; ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს ფონდების მიერ წლების განმავლობაში, დამფუძნებლისთვის, ფონდის საქმიანობის შესახებ წარდგენილი ანგარიშები. ხოლო ბათუმის და ქუთაისის მერიებმა ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია ქალაქების ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესში „ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების“ და „ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ მონაწილეობის შესახებ.

საია მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ქალაქების ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოები და ამ პროცესში კვლევის ობიექტი ფონდებისა და მათი დამფუძნებლების მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებების ინტერესის საგანი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება1
ქობულეთში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ2
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი3
უმცირესობა კახი კალაძეს პარლამენტში იბარებს4
ლევან ყიფიანს ოთხი მოადგილე ეყოლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X