GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჭიაბერაშვილმა ექთნებს საერთაშორისო პროფესიული დღე მიულოცა
14:55 12.05.2012
დღის სიახლეები

ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექთნებს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა. მინისტრმა მათ ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო და სექტორის განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა. მოგვიანებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა, წლის საუკეთესო ექთნის ნომინაციაში გამარჯვებული 9 მედდა სიგელებით დააჯილდოვა. კანდიდატები საქართველოს ექთანთა ასოციაციამ სხვადახვა კლინიკის თანამშრომელთა შორის შეარჩია.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრი საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო საქმის ბაკალავრიატის კურსის ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებსაც გაესაუბრა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, შეიქმნება ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი. იგი იმედოვნებს, რომ მსგავსი მექანიზმი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეპუტაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

ექთანთა საერთაშორის დღე 1965 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი მელაშვილი: „ქართული ოცნების“ შიგნით ძალიან ბინძური კონკურენციაა (VIDEO)1
პოლიციელმა ორი მიტოვებული ბავშვი იშვილა2
ჭიაბერაშვილმა ექთნებს საერთაშორისო პროფესიული დღე მიულოცა3
ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია4
მართლმადიდებლური სამყარო დიდ პარასკევს აღნიშნავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X