სტიქიით
დაზარალებული გულიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია კვლავ გადაკეტილია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს
საგანგებო
სიტუაციების
სამსახურის
უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ამ წუთებში მოედნის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ორთაჭალაში
სიტუაცია არ შეცვლილა. ადგილზე მერიისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოედნის გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ“,– განაცხადა გიორგაძემ.
ამასთან,
გიორგაძის
განცხადებთ,
წყალდიდობასთან
დაკავშირებით
გამოცხადებული
საგანგებო მდგომარეობა
მოხსნილია.
რაც
შეეხება დედაქალაქში დღეს, მოსულ წვიმას გიორგაძე აცხადებს, რომ მსგავსი სახის ნალექი მორიგი ნგრევის საშიშროებას არ ქმნის.
Internet.ge