წყალმომარაგებაში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად GWP–ს ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ
16:14 13.05.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის რიგ უბნებში წყლისმომარაგების შეწყვეტის მიზეზებზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-სოლოლაკის, ნაძალადევის, ჩუღურეთის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში.
მათი ინფორმაციით, თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.
"თბილისის გარკვეული უბნების წყალმომარაგებაში შეზღუდვებია შექმნილი. ამჟამად წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-სოლოლაკის, ნაძალადევის, ჩუღურეთის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში. შექმნილ მდგომარეობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხზე. თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს. თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად სამუშაოებს ახლაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|