წყალდიდობის
შედეგად დატბორილ გულუას მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა, თემურ
გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოედნის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„სამაშველო და დასუფთავების სამსახურები გულუას მოედანს მთელი ღამის
განმავლობაში წმენდნენ. ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. გადაკეტილი
გზის მონაკვეთი სრულად დღის მეორე ნახევარში აღდგება“,- განაცხადა
გიორგაძემ.
12 მაისს, თბილისში მოვარდნილმა ძლიერმა ღვარცოფმა 5
ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიტბორა ათეულობით სახლი.
Internet.ge