ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის ჩამონგრევა, თბილისში მომხდარ
წყალდიდობას არ უკავშირდება. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათი თქმით, ეკლესიის დანგრევა მისმა სიძველემ გამოიწვია.
სომხური
ეკლესია გუშინ ღამით ჩამოინგრა. ნანგრევები ეკლესიის ეზოში მდებარე სახლს დაეცა და
დაანგრია. ინცინდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
Internet.ge