დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
„სტუდენტური ხმა“ თვითმმართველობის არჩევნებთან
დაკავშირებით აქციას გამართავს.
აქციაზე გაჟღერდება ის პრობლემები, რომლის წინაშეც უნივერსიტეტი დგას.
კონკრეტულად კი, საუბარი იქნება საარჩევნო
გარემოზე.
„გამოვდივართ საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ, რომელიც არის არაკონკურენტული
და უთანაბრო. ვგმობთ კომკავშირულ მეთოდებს უნივერსიტეტში“ - აცხადებენ „სტუდენტური
ხმის“ წარმომადგენლები.
Internet.ge