კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს
ითვლიან. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი
სიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ძლიერმა ღვარცოფმა ყველაზე
მეტად ლაგოდეხის რაიონი დააზარალა.
„ლაგოდეხში, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი
სამუშაოები მიმდინარეობს. წყალდიდობის შედეგად, ეს რაიონი ყველაზე მეტად
დაზარალდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის რაიონებში სტიქიის შედეგად 2 ათასამდე ჰექტარი ვენახი დაიტბორა,
სხვადასხვა სოფლებში წვიმამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც გაანადგურა“,-
განაცხდა სიბაშვილმა.
რაც შეეხება დატბორილ იოჯახებს სიბაშვილი აცხადებს, რომ გუბერნიის
ხელშეწყობითა და ადგილობრივი მოსახლეობის
დახმარებით, სარდაფებში და ეზოებში შევარდნილი წყალი უმეტეს ადგილას ამოტუმბულია.
Internet.ge