GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 18 მაისს ჩატარდება
13:39 14.05.2012
დღის სიახლეები

18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავამ   facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა კომენტარი.  

მისი განცხადებით, ამ დროისათვის არჩევნებში დარეგისტრირებულია 3 ორგანიზაცია: „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისათვის“, „თსუ ალიანსი სტუდენტებისათვის“, და 6 დამოუკიდებელი კანდიდატი. სულ არჩევნებში არსებულ 120 ადგილზე 149 რეგისტრირებული მსურველია.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 30 აპრლიდან 11 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. თუმცა, რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობების შესრულებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირების გამო, ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გასავლელად დამატებით სამი დღის ვადას მისცა.

არჩევნების გამჭირვალეობის მიზნით, ცესკოს მოწვევით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ და „IFES” წარმომადგენლები დაესწრებიან. ამასთან, დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლებიც პირდაპირი გადაღების რეჟმში იმუშავებენ. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეუძლია მიიღოს ვიდეოჩანაწერის ნახვის უფლება.

ცესკოს ინიციატივით, სურვილის შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცესს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
კახა ძაგანია მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების” ლიდერებს დებატებში იწვევს2
ილია მეორე: ერთმანეთს ტალახი არ ვესროლოთ3
თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 18 მაისს ჩატარდება4
კეტრინ ეშტონი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების გამო მწუხარებას გამოთქვამს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X