GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტიმოშენკოს თანამებრძოლებმა ჟენევის წამების წინააღდეგ კომიტეტს მიმართეს
10:48 28.03.2012
დღის სიახლეები
ტიმოშენკოს თანამებრძოლებმა ჟენევის კომიტეტს წამების წინააღმდეგ მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც იულია ტიმოშენკოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულების შესწავლას ითხოვენ.

„ტიმოშენკო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლების, კერძოდ კი პრეზიდენტის, გენერალური პროკურატურის, მინისტრებისა და მოსამართლეების მხრიდან, რომლებსაც ასევე პრეზიდენტი აკონტროლებს“ - ანთქვამია მიმართვის ტექსტში.

პარტია „ბატკივშინას“  წევრები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს პირველი სხდომიდან მოყოლებული ტიმოშენკო ფსიქოლოგიური წამების ობიექტი გახდა, რათა ეიძულებინათ, რომ დანაშაული ეღიარებინა.

რაც შეეხება წამებას, ამის დასადასტურებლად, უკრაინის ექს-პრემიერის მხარდამჭერები რამდენიმე ფაქტს ასახელებენ, კერძოდ იმას, რომ ტიმოშენკოს გასასინჯად, მისივე მოთხოვნის მიუხედავად, არ შეუშვეს მისი პირადი ექიმი, ჩამოართვეს ნებისმიერი სახის შუამდგომლობის დაყენებისა და განცხადების გაკეთების უფლება, უარი უთხრეს საგამოძიებო იზოლატორის გარეთ არსებულ სამედიცინო  დაწესებულებაში გაეარა სტაციონარული მკურნალობა. ტიმოშენკოს მხარდამჭერები და თანამებრძოლები ყველაზე დიდ ზეწოლად ასახელებენ იმას, რომ 20 მარტს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომლის თანახმადაც ტიმოშენკოს ქმედებებში, გაზის კონტრაქტების გაფორმების დროს, სახეზეა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების ღალატი, რაც უკვე იქნა კიდეც კვალიფიცირებული, როგორც „სახელმწიფო ღალატის ნიშნები“. Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რასმუსენმა facebook-ში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განათავსა1
რუსი ექსპერტი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ2
კანცელარიაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დაიწყო3
პოლიციელმა 5 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა4
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X