GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
14:51 14.05.2012
დღის სიახლეები

პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 2012 წლის 20 ივნისს დასრულდება. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან გაემგზავრებიან და არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებული კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც შეესაბამება პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს,  ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. ტესტირების წარმატებით დაძლევის შემდეგ,  გასაუბრება ჩატარდება. სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე  სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში გაივლის.

პროგრამის მონაწილე  ყოველთვიურ ხელფასს მიიღებს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს მიიღებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“  2011 წლის სექტემბრიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. სახელმწიფო ენის სწავლებაზე ორიენტირებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რაიონების არაქართულენოვან სკოლებში მოხალისე ქართული ენის პედაგოგების გაგზავნა წარმოადგენს.

პროგრამაში უკვე რამდენიმე ასეული მოხალისე პედაგოგია ჩართული, რომლებიც ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ და ერთი აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები საფრანგეთში გაემგზავრებიან1
ვლადიმერ პუტინი: სააკაშვილი ხელისუფლებას ჩაეჭიდება2
ლაზი მომღერალი რესულ დინდარი(ფენექლიში)3
ბუნებრივი აირის გაჟონვით, ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა4
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X