სასჯელაღსრულების სამინისტრო წყალდიდობის შედეგად პატიმრების დაღუპვის ფაქტს უარყოფს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო
უარყოფს ერთ-ერთ გაზეთში გავრცელებულ
ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, წყალდიდობის დროს, რამდენიმე პატიმარი
გარდაიცვალა.
სამინისტროს შეფასებით, სტატია ჟურნალისტის ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება.
„გაზეთს სამინისტროსათვის არ მოუმართავს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაბამისად, იგი
ცდილობს მორიგ ჯერზე შეგნებულად მოატყუოს მოსახლეობა სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ. სასჯელაღსრულების
სისტემაზე
ცრუ ინფორმაცია, სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე, ხშირად ვრცელდება, თუმცა ამ შემთხვევის გამოყენება სამინისტროს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია იმის ფონზე, რომ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი
მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო მსჯავრდებულების
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
მიზნით“,-
ნათქვამია განცხადებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, არ შეესაბამება
სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გარკვეული შენობა-ნაგებობების
დემონტაჟი მიმდინარეობს.
„ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მიმდინარეობს გარკვეული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რაც აგრეთვე, არ შეესაბამება სიმართლეს. სტიქიის
შედეგად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შენობისთვის მიყენებული ზიანის შესახებ სამინისტრომ მყისიერად აცნობა საზოგადოებას და შესაბამისი განცხადება დაუყოვნებლივ გავრცელდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე“,-
აცხადებენ სამინისტროში.
Internet.ge