GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, თბილისში სანიაღვრე სისტემა აღარ ფუნქციონირებს
15:59 14.05.2012
დღის სიახლეები

"დემოკრატიული მოძრაობა" წყალდიდობის დროს განვითარებული მოვლენების რეალური მიზეზების შესასწავლად, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბუნებრივია, სტიქიური უბედურებისაგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პრეზიდენტი პრაქტიკულად ყოველდღე ახალი „უპრეცედენტო“ ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას ახდენს, ერთ საათიანი წვიმა სტიქიურ უბედურებად გადაიქცა ქვეყნის დედაქალაქისათვის. აღმოჩნდა, რომ თბილისში სანიაღვრე სისტემა პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, მოშლილია წყალსაცავების კოლექტორები, არასწორად შენდება და რემონტდება გზები“,- აცხადებენ მოძრაობაში.

მათი თქმით,  ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიქმნას  საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 12 მაისის წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის რეალურ მიზეზებს.

ასევე, მივმართავთ სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ განახორციელოს მონიტორინგი თბილისის მეშვიდე იზოლატორში და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია პატიმრების რეალური მდგომარეობის შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიშელ ობამას შესაძლო მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო1
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა2
სპეცოპერაციისას პოლიციელებმა ქალი ამშობიარეს3
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში სამი ფრაქციის შექმნას გეგმავენ4
მაშველებმა მტკვარში მოხუცი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X