იაპონიის ქალაქ ოის ხელმძღვანელობამ
იმ ორი ატომური ელექტროსადგურის ხელმეორედ ამოქმედება გადაწყვიტა, რომლებმაც გასულ
წელს მომხდარი ცუნამის შემდეგ შეწყვიტეს მუშაობა. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემდეგ მიიღება.
ადგილობრივი მედია საშუალებების
ცნობით, ეს იდეა ქალაქის ჩინოვნიკებს ეკუთვნით. ისინი შიშობენ, რომ ზაფხულის პერიოდში,
ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, რეგიონს ენერგორესურსის ნაკლებობა
ექნება.
მიწისძვრის შემდეგ, იაპონიაში
50-მდე ატომური ელექტროსადგური დაიხურა. ერთი კვირის წინ „ფუკუსიმას“ ოპერატორმა კომპანიამ
განაცხადა, რომ გასულ წელს 10 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა.
Internet.ge