GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო თათბირი გამართა
20:10 14.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერი გიგი უგულავა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურებისა და ისან-სამგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა. საგანგებო თათბირზე სტიქიის შედეგებზე იმსჯელეს.

დედაქალაქში უკვე ყველა გზა გახსნილია. ცენტრალურ მაგისტრალებზე ტრანსპორტი შეუზღუდავად გადაადგილდება. 

სტიქიის პირველივე წუთებიდან დაწყებულ სამუშაოებს მერიის სპეციალური სამსახურები ისევ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ახლა გზების გაწმენდა, აღგენა, ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების გასუფთავება მიმდინარეობს. 

ყველაზე რთული ვითარება იყო ორთაჭალაში, გულუას მოედანზე, სადაც გზის გახსნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. მთელი ღამის განმავლობაში დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავდნენ. მოედნის მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები სახლებში შესვლას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შეძლებენ. 

მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სტიქიის შემდეგ თბილისის ქუჩებში მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისთვის სამუშაოები გრძელდება გულუას ქუჩაზე და მუხიანის აგარაკებზე, სადაც მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად ჩახერგილი გზა უკვე გახსნილია. 

აღწერილია ყველა დაზიანებული შენობა. დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით მერია უზრუნველყოფს. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს. 

თბილისში ვერცხლის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ. აქ ეკლესია ჩამოინგრა. მსხვერპლი არ არის. 

დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მერიაში ცხელი ხაზია გახსნილი. იმ ადამიანებმა, ვისაც დახმარება სჭირდება, უნდა დარეკონ ნომერზე - 2-72-22-22, ასევე, ცხელი ხაზის ოპერატორებს უნდა დაუკავშირდნენ ის პირებიც, ვისაც დაზარალებულების დახმარება უნდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფილიპ დიმიტროვი მაია ფანჯიკიძეს ხვდება1
ანქვაბი: ჩვენ ჩვენი სახელმწიფო საზღვარი გვაქვს, რომელსაც ვიცავთ2
კახეთში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა3
თელავში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს4
ბაქრაძემ ევროპის დემოკრატიულ სტუდენტთა კავშირის სტუდენტებს უმასპინძლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X