GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ტუღუში ხათუნა კალმახელიძის ბრძანებას ეხმაურება
13:00 15.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის 7 მაისის ბრძანებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ხათუნა კალმახელიძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

„სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან უკანასკნელ ხანს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ განხორციელებულა არანაირი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც განაპირობებდა ლიმიტის გაზრდის მართებულობას. საყურადღებოა, რომ ამჟამინდელი ლიმიტი, რომელიც ნაწილდება 17 დაწესებულებაზე, 704-ით აღემატება ლიმიტს, რომელიც განსაზღვრული იყო 19 დაწესებულებაზე, 2011 წელს გაუქმებული ავჭალის N10 და ხონის N13 დაწესებულებების ჩათვლით, რაც თავისთავად მეტყველებს აღნიშნული ცვლილების უარყოფით ხასიათზე“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, განხორციელებული ცვლილებებით გაიზარდა იმ დაწესებულებების ლიმიტებიც, რომლებიც აქამდეც ვერ უზრუნველყოფდა ყველა პატიმარს ინდივიდუალური საწოლით.

„საუბარია თბილისის N1 და ზუგდიდის N4 დაწესებულებებზე, რომლებიც სრულად არის ამორტიზებული და გასაუქმებელია და რომელთა ლიკვიდაციაზე სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია გასცა. იგივე შეეხება N12 დაწესებულებას, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები არასახარბიელოა. მეტიც, გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტეს ნაწილში პატიმრები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობითაც ვეღარ ისარგებლებენ, რომელიც CPT-ის მიერ რეკომენდირებულ ევროპულ სტანდარტზე, 4 კვ.მ.-ზე გაცილებით ნაკლებია“,- მიიჩნევს გიორგი ტუღუში.

მისი მტკიცებით, მინისტრის ბრძანებამ ფორმალურად შენიღბა გადატვირთულობა.

„სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს, გადაჭრილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, რომელიც, თავის მხრივ, საგრძნობლად ამძიმებს როგორც პატიმრების ყოველდღიურ ყოფას, ასევე, უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გადატვირთულობასთან ბრძოლისთვის, სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გადახედვა, ალტერნატიული სასჯელის ზომების უფრო აქტიური გამოყენება, პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 7 მაისის ბრძანების მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  ლიმიტი 1724 ადგილით გაიზარდა.

ცვლილების მიხედვით, რვა სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის განისაზღვრა ახალი, გაზრდილი ლიმიტები, რის შედეგადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ერთობლიობაში მოემატა 1724 ადგილი. საერთო ლიმიტი 25354 ადგილს შეადგენს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგი უგულავამ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი „ქირონი“ დაათვალიერა1
პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამკიცებს2
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები3
მომდევნო წლიდან შესაძლოა სკოლებში სწავლება 10 წლიანი გახდეს4
შს მინისტრმა მოადგილეები წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X