სამაშველო სამსახურის თანამშრომლები,
თბილისში მოვარდნილი უხვი ნალექისგან დაზარალებულ დევნილების ჩასახლებას წყლის
ამოტუმბვაში ეხმარებიან.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საგანგებო
სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ნუცუბიძის IV მიკრორაინში, ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის
ჩასახლებაში, სამაშველო ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ.
„რამდენიმე დღის წინ მომხდარმა წყალდიდობამ
ნუცუბიძეზე დევნილთა საცხოვრებელი დააზიანა, ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობიდან
წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. წყალს დღის ბოლომდე დავაშრობთ,“
- აცხადებს გიორგაძე.
საერთო საცხოვრებელში 270-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
Internet.ge