კონტროლის პალატის
თავმჯდომარემ, ლევან
ბეჟაშვილმა, წიგნი
– „საკანონმდებლო ტექნიკა, სამართალშემოქმედების მეთოდური სახელმძღვანელო“ გამოსცა.
წიგნის პრეზენტაცია დღეს
პარლამენტში გაიმართა.
ბეჟაშვილის შეფასებით, წიგნში გაანალიზებულია სამართალშემოქმედებისა და მისი უმნიშვნელოვანესი სფეროს - კანონშემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები და კანონშემოქმედებითი პროცესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
წიგნის პრეზენტაციის
პარალელურად, ღონისძიებაზე, ანტიე დომბროვსკისა და თომას მელცერის დოკუმენტური ფილმის – „უკეთესი კანონშემოქმედება აღმოსავლეთ ევროპაში - მთავარი ინსტრუმენტი თუ მხოლოდ მოდური ტენდენცია?“ - პრეზენტაციაც
გაიმართა, რომელიც თბილისში 2011 წელს იქნა
გადაღებული.
Internet.ge