GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საპარტიარქო ნინო კალანდაძის განცხადებას არაკოორდინირებულს უწოდებს
18:52 15.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საპატრიარქო საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე ნინო კალანდაძის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ საგარეო უწყებამ დავით გარეჯთან დაკავშირებით, არაკოორდინირებული განცხადება გააკეთა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სტრუქტურები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთბენ.

„საგარეო უწყების განცხადებას თითქოს, გარეჯი კომუნისტების პერიოდიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა, საპატრიარქო ვერანაირად გაიზიარებს. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული და გააზრებული არ იყო. ეთქვათ ამ დალოცვილებს, რომ ამ საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დასკვნები ნაადრევად რატომ გამოიტანეს?“,- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, კალანდაძის განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანი ამ ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს და სადაო ძეგლების შემოერთება კიდევ უფრო გაჭიანურდება.

„იმან მაინც დაგვამშვიდა, რომ საგარეო უწყების პოზიციას სხვა სახელმწიფო ორგანოები არ იზიარებენ. ახლახან გავიგე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასება, სადაც ნათქვაია, რომ გარეჯის დაბრუნებისთვის ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს და სიმართლე გითხრათ, ცოტა დავმშვიდდით. კარგი იქნებოდა ჯერ დაფიქრებულიყვნენ და მერე გაეჟღერებინათ ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მტკივნეული საკითხი“,- განმარტა „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბარში კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ  გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი კომუნისტური წყობილების შემდეგ, საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს1
ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების პირველი ასპარეზობა შედგა2
საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი დაინიშნა3
მანჯგალაძე: რუსეთის "სიყვარული" ქართველი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება4
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X