თბილისის
ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების დახმარებისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად შესაბამისი ცვლილებები შევა.
ამის
შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა განუცხადა.
მისივე
თქმით, საკრებულოს დაზარალებული ოჯახების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს და შესაბამისად იცის, თუ რა თანხებია საჭირო მათ დასახმარებლად.
"თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საკრებულოში ხვალ საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. მოგეხსენებათ, ჩვენს დაზარალებულ თანამოქალაქეებს
დროული დახმარება სჭირდებათ და აღნიშნული გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.
დღეის
მდგომარეობით
დაზარალებულია
400-მდე ოჯახი. საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამ დრომდე ოპერატიულად მუშაობენ. ჩვენ ვფლობთ შესაბამის ინფორმაციას ყველა დაზარალებული ოჯახის შესახებ და ამდენად, განსაზღვრული გვაქვს მერიის სარეზერვო ფინდში გადასატანი თანხის რაოდენობაც. ყველა ოჯახი, რომელიც სტიქიამ დააზარალა, შესაბამის დახმარებას მიიღებს”, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
Internet.ge