დავით გამყრელიძე : სოციალური დაცვის და ჯანდაცვის არსებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ისეთი სიღარიბის
პირობებში,
როგორიც დღეს ქვეყანაშია, სახელმწიფოს ბევრად უფრო ეფექტური სოციალური დაცვის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა უნდა ჰქონდეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის
შესახებ "ახლების" ლიდერმა ონის რაიონის სოფლების ჭიორასა და ნაკიეთის
მოსახლეობასთან
შეხვედრისას ისაუბრა.
მისი
თქმით, სოციალური დაცვის და ჯანდაცვის არსებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს.
"არის საავადმყოფოები,
რომელიც მართლაც კარგია, მაგრამ იქ მკურნალობა ხელმიუწვდომაელია
მოსახლეობის
უდიდესი ნაწილისთვის, ძალიან მცირეა სოციალური დახმარება, მაგრამ ისიც კი ვერ
აღწევს დანიშნულების ადგილამდე",
- განაცხადა
დავით გამყრელიძემ.
Internet.ge