GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გოროზიამ ნადარბაზევის წყალსაცავი მოინახულა
19:11 16.05.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ნადარბაზევის წყალსაცავი მოინახულა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წყალსაცავი  1990 წლიდან არ ფუნქციონირებდა. წყალსაცავზე სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხურვალეთის სარწყავი სისტემა სრული დატვირთვით ამოქმედდა და დაახლოებით, 3 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველჰყოფს.

დღესვე, მინისტრმა სოფელ ხურვალეთში ბოსტნეული კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. 65 ჰექტარზე გაშენებული სადემონსრაციო ნაკვეთები ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილთა საკუთრებაა.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობა მცენარეთა ახალი ჯიშების, წარმოების ტექნოლოგიების, ფერმერთა მეურნეობის მართვის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის გამდიდრების შესახებ კონსულტაციებს გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტებისაგან იღებს. მსგავსი ტიპის მეურნეობები ყველა იმ ტეროროტიაზე გაშენდება, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებებია”, - აღნიშნა გოროზიამ.

ცნობისთვის, ხურვალეთის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე პომიდვრის, ხახვის, კომბოსტოს, კიტრის, ტკბილი წიწაკისა და ჭარხლის ქართული წარმოების ჩითილები უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ირგვება.

მიწის ფართობის მორწყვა თანამედროვე წვეთოვანი სისტემით ხორციელდება, რომელსაც წყალი რეაბილიტირებული ნადარბაზევის წყალსაცავიდან მიეწოდება. თანამედროვე სისტემის მეშვეობით, წყალი ჯერ იფილტრება, შემდეგ სასუქებითა და აგროქიმიკატებით გამდიდრებულ მცენარეებს მიეწოდება. ხურვალეთის მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არქეოლოგებმა ქარელში ყორღანები აღმოაჩინეს1
საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა ინისტრი ეწვევა2
ბენზინის ტანკერის აფეთქების შედეგად 100–მდე ადამიანი გარდაიცვალა (VIDEO)3
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?4
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31მარტამდე უნდა შეიმუშაოს ფარული მიყურადების მოსმენები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X