საქართველოს იუსტიციის
სახლი, გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში,
სახელმწიფო
სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა.
გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის სახელმწიფო სერვისების ჯილდო - ეს არის მსოფლიოში
ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აღიარება სახელმწიფო საჯარო
სერვისების კუთხით.
წელს, საქართველომ, კონკრეტულად კი საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა
პროექტით „იუსტიციის სახლი“.
„კონკურსი ორ ეტაპად
იყო დაყოფილი და ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენდნენ პროექტის რეკომენდატორები. კონკურსში, იუსტიციის
სახლის რეკომენდატორებად წარმოდგენილნი იყვნენ აშშ-ს
საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანი
როლი ითამაშა მსოფლიო ბანკის
ანგარიშმა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, სადაც
დეტალურად იქნა აღწერილი იუსტიციის
სამინისტროს მიღწევები სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების კუთხით, კონკრეტულად კი, საკმაოდ ვრცელი
მასალა იყო წარმოდგენილი იუსტიციის სახლის
შესახებ“,- აცხადაბენ სამინიტროში.
სახელმწიფო
სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ნომინაციაში საქართველო პირველი გამარჯვებული სახელმწიფოა არა
მარტო რეგიონში, არამედ მთელს პოსტ
საბჭოთა სოვრცეში, დღემდე, დსთ-ს
და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას
გაეროს ეს ჯილდო არ
მიუღია.
წინა წლებში, სახელმწიფო სერვისების
მიწოდების გაუმჯობესების ნომინაციაში გამარჯვებულები იყვნენ მსოფლიოს ისეთი
წარმატებული ქვყენები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები,
კანადა, იაპონია, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია, პოლონეთი.
დაჯილდოების
ოფიციალური ცერემონია ნიუ-იორკში 2012 წლის ივნისის
ბოლოს არის დაგეგმილი. იუსტიციის
სამინისტროს წარმომადგენლები უკვე გაეროს შტაბ-ბინიდან დეტალურად
გაუზიარებენ ღონისძიების მონაწილეებს და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს წარმატების
იმ ფორმულას, რითაც საქართველომ, იუსტიციის
სახლის სახით მნიშვნელოვანი და უნიკალური
ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო სერვისების
მიწოდების გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულ ნომინაციაში
გამარჯვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს
იუსტიციის სახლის უაღრესად დიდ წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით.
Internet.ge