GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების სამინიტრომ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
13:20 17.05.2012
დღის სიახლეები

სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა  ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. პედაგოგთა 54%–მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გასულ წელს მხოლოდ 23%-მა შეძლო ბარიერის გადალახვა.

ახალი სასწავლო წლიდან ეს პედაგოგები ხელფასზე  დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ, ხოლო მათ,  ვინც საუკეთესო 25%–ში მოხვდა, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ.

სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს. პედაგოგისთვის ასევე დიდი მოტივაციაა გაზრდილი ხელფასი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სხვადასხვა საგნის პედაგოგებისთვის ინგლისურენოვან უცხოელ მოხალისე პედაგოგებთან ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა რეგიონის პედაგოგებისთვის.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისას საგამოცდო ტესტით ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. მასწავლებელი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით აბარებს. დავალებების შესრულებისას პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები,  საძიებო სისტემები და ა.შ.

გამოცდის მიზანია, შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X