საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომამისჯილი
თერთმეტი პირი, თბილისში ხანძრისაგან დაზიანებული შენობის დემონტაჟში და დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიერ გაწეული ყოველდღიური შრომის ხანგრძლივობა, სასამართლოს განაჩენით მათთვის მისჯილი საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდება.
აქცია
დაიგეგმა ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, სადაც პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გაერთიანებული
არიან პროკურატურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის,
პოლიციის,
იურიდიული
დახმარების
სამსახურისა
და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილებებისა
და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გატარებული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომის სანქციის ეფექტურად აღსრულება.
Internet.ge