GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში ეროვნული შეფასება ჩატარდა
11:58 18.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ქართულ ენაში ეროვნული შეფასება ჩატარდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული შეფასება არის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება. ჩატარებული ეროვნული შეფასება კი მიზნად ისახავს, დაადგინოს, რამდენად წარმატებულია არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011-2012 სასწავლო წელს განხორციელებული რეფორმები.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი - „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში მოხალისე ქართულენოვანი პედაგოგები ეხმარებიან. ქართული ენის გაძლიერებულად შესასწავლად კი, სპეციალურად მათთვის  ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა.

სკოლები შეირჩა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით. ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 73 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 1000-მა პირველკლასელმა, მათმა მშობლებმა, ქართული ენის 100-მა მასწავლებელმა და 100-მა ქართულენოვანმა მოხალისე და სკოლების დირექტორებმა (73).

ეროვნული შეფასებისას მოსწავლეებმა შეასრულეს ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარი. სპეციალური კითხვარები შეავსეს ეროვნული შეფასების უფროსმა მონაწილეებმა (მშობლებმა, ქართული ენის მასწავლებლებმა, ქართულენოვანმა მოხალისეებმა და დირექტორებმა), სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ენის სწავლებისა და გატარებული რეფორმების მიმართ.

ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდება, რამდენად ეფექტურია არაქართულენოვან სკოლებში დანერგილი სიახლეები, როგორია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონე ქართული ენის შესწავლის მხრივ, როგორია შეფასებაში მონაწილე ჯგუფების დამოკიდებულება გატარებული რეფორმების მიმართ. ივნისის დასაწყისიდან მომზადდება ანგარიში, დასკვნები და რეკომენდაციები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხაჩიძე: აჯობებდა, დაწესებულების ხელმძღვანელებს დაავალოთ "სარეცხის საპონი" გამოიყენონ და ხელით ამოჭეჭყონ დროშები1
სოციალურად დაუცველი პირები პირის ამოკერვით იმუქრებიან2
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალბატონი დაიღუპა3
აზერბაიჯანის ტეროტორიაზე დედამიწის შიდა დაძაბულობის შესწავლა დაიწყო4
“ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრაქციას შექმნის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X